18 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
უცნობია რა ხედვა აქვს მთავრობას კრიზისიდან გამოსასვლელად, ვისმენთ რაღაც სადღეგრძელოებს - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ აქვს.

როგორც კაპანაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, მისი ფრაქცია საგანგებო მდგომარების გაგრძელებას შემოთავაზებული შეზღუდვებით მხარს არ დაუჭერს.

"პრემიერ-მინისტრის ან ჯანდაცვის მინისტრის მოსვლა იყო მნიშვნელოვანი რომ კითხვებზე მიგვეღო პასუხები. ყველამ კარგად იგრძნო საკუთარ თავზე, რომ ჯანდაცვის გამოწვევის გარდა სერიოზული პრობლემა გვაქვს ეკონომიკაში და ეს პრობლემები კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ჯერ მთავრობას ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა არ წარმოუდგენია. მხოლოდ რიცხვები დაასახელეს, რაღაც სადღეგრძელოების მსგავსად ყველანაირი დეტალის გარეშე და ახლა გვეუბნებიან, რომ პარასკევს აპირებს რაღაც პროექტი გამოაქვეყნონ. არათუ პარლამენტში იმსჯელონ, არათუ დისკუსია იყოს,  უბრალოდ, გამოაქვეყნებენ რაღაც პროექტს პარასკევს. რატომ არ შეიძლებოდა დღეს გაკეთებულიყო ეს. ჩვენ ვხედავთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ხელისუფლების მხრიდან. პრინციპულად შეიძლება მისაღები იყო ეს შეზღუდვები. ოღონდ ძალიან ბევრი არასწორი, არაეფექტიანი შეზღუდვა არის, რომელსაც ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, კარანტინი არის გამართლებული კონკრეტულ პირობებში და არა იმ პირობებში, რომელიც დღეს არის საქართველოში.

მისივე განმარტებით, მსოფლიოში კომენდანტის საათები არსად არ არის გამოცხადებული ღამის საათებში.

 

დღის ამბები