პრემიერ მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი კიდევ ერთხელ განმარტავს რა ნომერზე უნდა დარეკონ მათ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთვის.
ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, ასეთ შემთხვევაში არ გამოიყენონ ცხელი ხაზი 112.
"როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები 144-ზე ვერ იღებენ ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, ისინი მიმართავენ 112-ს. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში 112 ფუნქციონერებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მაშინ როდესაც მათ სურთ დაკავშირება პოლიციასთან ან სურთ მიიღონ სასწრაფო გადაუდებელ დახმარება. კიდევ ერთხელ მინდა უმორჩილესად გთხოვოთ ყველას, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით დავუკავშირდეთ მხოლოდ და მხოლოდ 144-ს, ხოლო 112 დავტოვოთ იმ აუცილებელი და სასწრაფო შემთხვევებისთვის, რომლისთვისაც ის ფუნქციონირებდა თავიდანვე. იმიტომ რომ ჩვენა არ გვინდა უყურადღებოდ დაგვრჩეს არც ერთი შემთხვევა, რომელიც იქნება ყურადსაღები. მოგმართავთ უმორჩილესად, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოიყენოთ ხაზი 144,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.