18 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
მარიამ ჯაში, კობა ნარჩემაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დაუჭერენ

"დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციის" თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა და მის ფრაქციას უპასუხისმგებლობად მიაჩნია, მთავრობის მხრიდან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შემდეგ და არა მანამდე. თუმცა როგორ მარიამ ჯაში აცხადებს, ის იძულებულია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭიროს:

"რამდენადაც სოციალური დისტანცირება რჩება ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად დღემდე იძულებული ვარ მხარი დავუჭირო საგანგებო მდგომარეობას, ასევე ვალდებული ვარ გავაჟღერო ყველა ის კრიტიკული კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელი რჩება," - განაცხადა მარიამ ჯაშმა, მისი თქმით, დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციში პოზიციები გაიყო და სამი მათგანი მარიამ ჯაში, კობა ნარჩემაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარს დაუჭერენ, ლევან კობერიძე და გედევან ფოფხაძე მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ.

დღის ამბები