მოახდენს, თუ არა გავლენას კორონავირუსი პოლიტიკურ პროცესებზე, კერძოდ კი საკონსტიტუცი ცვლილებებზე შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე, ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა. გია ვოლსკის თქმით, შექმნილი სიტუაცია ხელისუფლებას უქმნის მთავარ პრობლემას, ოპოზიციას კი კომფორტული ვითარება ექმნება.
"რა საკვირველია უნდა განვიხილოთ და ერთობლივი აზრი უნდა გვქონდეს, ჯერ ერთი მთავრობისთვისაა მთავარი პრობლემა ეკონომიკური პანდემია, პირობითად რომ დავარქვათ და არა ოპოზიციისთვის, რომელსაც უფრო კომფორტული ვითარება ექმნება... ამასობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიწყო ფუნქციონირება, ინფრასტრუქტურული პროექტები მიდის, ხალხი დასაქმებულია და ხელფასს ღებულობს, რა საკვირველია პრობლემებთან მიმართებაში უფრო კომფორტულად გრძნობს ოპოზიცია თავს ვიდრე ხელისუფლება და კიდევ ბედავენ და ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს, რომ თითქოსდა ეს შეზღუდვები ხელისუფლების პოლიტიკურ წისქვილზე ასხამს წყალს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, ის იმედოვნებს რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დაგეგმილ ვადებში განხორციელდება და პრობლემა არც ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს შეექმნებ.
"ივნისში გვაქვს დაგეგმილი ამ საარჩევნო კოდექსის და ცვლილებების ერთ პაკეტში განხილვა, რა საკვირველია იმედი გვაქვს რომ ივნისში უკვე დავამთავრებთ და ოქტომბერში არჩევნებს ჩავატარებთ," - აღნიშნა გია ვოლსკიმ.