ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, საუკეთესი გამოსავალი სოციალური დისტანცირებაა. როგორც მინისტრმა "დღის კურიერში" საუბრისას განმარტა, შეზღუდვების გახანგრძლივება ხელს შეუწყობს ქვეყნის კრიზისული ვითარებიდან მალე გამოსვლას და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.
"ყველას გვესმის, რომ დღეს ჩვენ ბრძოლის ორ ფრონტზე ვართ, ერთ არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მეორე ჩვენი ბრძოლის ხაზი გადის ეკონომიკის ჯანმრთელობაზე, ქვეყნის მომავალზე და მის განვითარებაზე. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკარანტინო ზონებზე, საგანგებო ვითარებაზე, ეს არის პირველ რიგში პასუხი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, იმ ჯანდაცვიდან გამომდინარე გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს.
კარანტინის შემოღება, სოციალური დისტანცირება არის სამწუხაროდ არა, თუ ერთ-ერთი საშუალება, არამედ სამწუხაროდ ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ იმის გათვალისწინებით, რომ დღეს არ არსებობს ვაქცინა, წამალი კოვიდთან ბროლის, სოციალური დისტანცირება რჩება ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ. ამიტომ, ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ შემოგვეღო შეზღუდვები და გუშინ გახდით იძულებული, რომ აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადა გაგვეხანგრძლივებინა. 22 მაისის ჩათვლით, გაგრძელდება ყველა იმ შეზღუდვის მოქმედება, რომელიც არის დაწესებული დღეს. საგანგებო მდგომაროება არის სამართლებრივი სტატუსი ბერკეტი, რომელიც სახელმწიფოს სტრუქტურებს აძლევს შესაძლებლობას, თუნდა გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, ან მოხსნას.
საგანგებო ვითარების გაგრძელება არის გამოწვეული და დამოკიდებული იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ამ სოციალური დისტაცირების მკაცრად დაცვა იმისთვის, რომ ჩვენ მალე გამოვიდეთ საგანგებო ვითარებიდან, მალე გამოვიდეთ შეზღუდვებიდან და ავამოქმედო ჩვენი ეკონომიკა სრულად," - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.