18 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
ასეულობით, ათეულობით გარდაცვალების შემთხვევა რომ გვქონდეს, ალბათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერდით - მეზვრიშვილი ოპოზიციას

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე საგანგებო სხდომაზე დასკვნით სიტყვაში ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.

ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ოპოზიცია პოპულისტური განცხადებებით ცდილობს, ხელი შეუშალოს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.

"თქვენ, რეალურად, ადამიანებს მოუწოდებთ, რომ არ დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს. თქვენ მოუწოდებთ ადამიანებს, შეზღუდვების ეჭვქვეშ დაყენებისკენ. პოპულიზმში გადადიხართ. თქვენ ადამიანებს გონებაში უდებთ, რომ ეს არ არის საჭირო. თქვენ იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ ამ განცხადებებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს?! თქვენ კარგად იცით - რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები, გაცილებით მეტი ინფიცირებული გვეყოლებოდა. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ უნდა გქონდეს გარდაცვლილების რაღაც რაოდენობა, იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობას მხარი დაუჭიროთ. ასეულობით, ათეულობით გარდაცვალების შემთხვევა რომ გვქონდეს, ალბათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერდით," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღის ამბები