18 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
ტყუილია, რომ არ იცით, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში - ნათია მეზვრიშვილი ოპოზიციას

ტყუილია ის, რომ არ იცით, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში, არ იცით ინფიცირებულების რაოდენობა; ტყუილია, რომ არ იცით, როგორ ხდება კონტაქტების დადგენა, რა ხდება მარნეულში, ბოლნისში, ქობულეთში, როგორ მუშაობს ეს საკარანტინო სივრცეები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა ოპოზიციის მოთხოვნაზე, პრემიერის სხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით და მიმართა მათ, რომ ეს რეგულირდება იმ რეგლამენტით, რომელში ცვლილებების შეტანას თავის დროზე მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების არგუმენტები მთავრობის ადმინისტრაციამ და საპარლამენტო მდივანმა წარადგინეს და როდესაც ოპოზიცია პარლამენტში პრემიერის მისვლაზე საუბრობს, სხვა მიზანი ამოძრავებს.

"მე იმ უწყებათაშორისი საბჭოს წარმომადგენელი გახლავართ, სადაც ეს საკითხები, ყოველდღიურად განიხილება და რომლის შემდეგ ბრიფინგები პირდაპირ ეთერში გადაიცემა, რათა დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და მათ შორის თქვენ,"-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

დღის ამბები