18 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
არ ჰქონდათ იმის ზურგი, პირნათლად ეთქვათ, რას უპირებენ მილიონამდე უმუშევრად დარჩენილ ადამიანს - რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მისმა პარტიამ საგანგებო მდგომარეობის შესახებ დადგენილების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან შესაბამის კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.

გოცირიძის თქმით, ისინი უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისა თუ ბიზნესის დახმარების კონკრეტული გეგმის გარეშე ამ პასუხისმგებლობას ვერ გაიზიარებდნენ.

"არ ჰქონდათ იმის ზურგი, რომ მოსულიყვნენ პარლამენტში და პირნათლად ეთქვათ ხალხისთვის, რას უპირებენ მილიონამდე უმუშევრად დარჩენილ ადამიანს, რას უპირებენ იმ ხალხს, რომელსაც, ფაქტობრივად, ამ ერთი თვის განმავლობაში, ამოეწურება ყოველგვარი საარსებო რესურსი. ეს პასუხი ვერ მივიღეთ ჩვენ ისევე, როგორც ბიზნესთან დაკავშირებით. ამიტომ, არ დავუჭირეთ მხარი, არ მივიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში და არ გავიზიარეთ პასუხისმგებლობა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. შესაბამის დადგენილებას პარლამენტმა მხარი რიგგარეშე სესიაზე დაუჭირა. მომხრე იყო 97, ხოლო წინააღმდეგი 10 დეპუტატი. 

დღის ამბები