18 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
გამოსავალს ვხედავთ გონიერ აკრძალვებში და არა - აკრძალვებში აკრძალვების გულისთვის - გედევან ფოფხაძე

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივანი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობა პანაცეა არ არის. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გამოსავალი გონიერი და თანმიმდევრული აკრძალვებია და არა - აკრძალვები აკრძალვების გამო.

"საგანგებო მდგომარეობაში პანაცეას ვერ ვხედავთ ჩვენ, გამოსავალს და სწორ ნაბიჯს ვხედავთ გონიერ, თანმიმდევრულ აკრძალვებში და არა აკრძალვების გულისთვის. ამიტომ, საგანგებო მდგომარეობა არ მიგვაჩნია გამოსავლად, რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყანას დაიცავს ვირუსისგან და, მეორე მხრივ, მოსახლეობას, მათ ოჯახებს მისცემს საშუალებას ამ ძნელბედობის ჟამს იზრუნონ თავის თავზე,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. შესაბამის დადგენილებას პარლამენტმა მხარი რიგგარეშე სესიაზე დაუჭირა. მომხრე იყო 97, ხოლო წინააღმდეგი 10 დეპუტატი. 

დღის ამბები