18 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ალტერნატივა, საფრთხე რჩება საფრთხედ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო, ალტერნატივა არ ჰქონდა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია ოპტიმალურია, თუმცა საფრთხე მაინც არსებობს. 

"ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ალტერნატივა გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში. მართალია, ტენდენცია არის ოპტიმალური, მაგრამ საფრთხე რჩება საფრთხედ. სწორედ იმისთვის, რომ მოხდეს ამ საფრთხის პრევენცია, გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა 1 თვის ვადით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თანდათანობით მოხერხდება იმ საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების შერბილება, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებშია დაწესებული,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. შესაბამის დადგენილებას პარლამენტმა მხარი რიგგარეშე სესიაზე დაუჭირა. მომხრე იყო 97, ხოლო წინააღმდეგი 10 დეპუტატი. 

დღის ამბები