პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივნის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, მარნეულში განვითარებულ მოვლენებს წინაპირობები აქვს.
"არა მგონია ამ ვითარებაში ეს პროტესტი მისაღები იყოს, მაგრამ აქვს ობიექტური წინაპირობები. ამ ობიექტური წინაპირობების გათვალისწინებაა საჭირო. თორემ ჩვენ არ უნდა წავახალისოთ ახლა ხალხი, რომ ხელისუფლება არასწორად იქცევა და მოდი ახლა ამის გამო ქუჩაში გამოდით," - აღნიშნა ფოფხაძემ.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ დადგენილი წესები არ უნდა დაირღვეს, თუმცა აუცილებელია მთავრობამ მოქალაქეებს მოუსმინოს.
მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. მოქალაქეები ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.