18 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
რუსეთი მზად იყო კომპრომისზე ქართულ მხარესთან ურთიერთობაში, თუმცა საპასუხო ნაბიჯები არ გადაიდგა - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთს სურდა ოკუპირებული აფხაზეთისა და დე ფაქტო ცხინვალის მახლობლად საჰაერო მიმოსვლის განხორციელება, რომელსაც "ღია ცის შეთანხმება" ითვალისწინებდა, თუმცა სერგეი ლავროვის თქმით, შეთანხმების შესრულებაზე უარი ქართულმა მხარემ განაცხადა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირი აცხადებს, ისინი მზად იყვნენ კომპრომისზე ქართულ მხარესთან ურთიერთობაში, თუმცა საპასუხო ნაბიჯები არ გადაიდგა.

ლავროვის განცხადებითვე, საქართველოს ხელისუფლებამ რუს ინსპექტორებს საჰაერო სივრცის შემოწმებაზეც უარი უთხრა.

დღის ამბები