დღეს საპარლამენტო სესიაზე კენჭს უყრიან კანონს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ, საკარანტინო წესების დამრღვევი პირების პასუხისმგებლობას ეხება.
საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ, ჯარიმების ოდენობა სავარაუდოდ შემცირდება. საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდგომ კანონში წერია, რომ იგი უნდა შემცირდეს და ფიზიკური პირებისთვის 2000 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10 000 ლარი გახდეს.
დღესვე ასევე იმსჯელებენ, თუ რა პაუსიხმგებლობას გაიზიარებს პირი, რომელმაც სწორედ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში დაარღვია კანონი, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი, ანუ საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ.
დასახელებული თანხა არ არის ადეკვატური ოპოზიციისთვის. წინადადებას ხელისუფლების ოპონენტები არ იზიარებენ.
ლიდერების განცხადებით, დაკისრებული ჯარიმები არ არის ეკონომიკური მდგომარების შესაბამისი.
"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლება 3000 ლარით აჯარიმებს ერთ მანქანაში მყოფ მეუღლეებს მაგრამ ამავდროულად, ათასობით ადამიანს რელიგიური შეკრების შესაძლებლობას აძლევს, ეს ლო ვირუსის ფართოდ გავრცელების რეალურ საფრთხეს ქმნის.
"საფრთხეს რეალურად ქმნის არა იმდენად კარანტინში მოქცეული ადამიანების რეჟიმის დარღვევა, არამედ თავად ხელისუფლების უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული მოქმედება უკვე მიღებული კანონმდებლობის აღსრულებისას. მაგალითად ხელისუფლება 3000 ლარით აჯარიმებს ერთ მანქანაში მყოფ მეუღლეებს, რიგში მყოფ მამას და შვილს, მაგრამ ამავდროულად ათასობით ადამიანს აძლევს რელიგიური შეკრების შესაძლებლობას, რაც მართლაც ქმნის ვირუსის ფართოდ გავრცელების რეალურ საფრთხეს," - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ.
"საგანგებო მდგომარეობის აღსრულება შეუძლებელია მკაცრი ადმინისტრაციული შეზღუდვების გარეშე, მაგრამ ეს უნდა იყო შესადარისი ქვეყნის მოსახლების შემოსავლებთან. ევროპაში 20 და 30-ჯერ მეტია ჯარიმები, მაგრამ 20-30-ჯერ მეტია ქვეყნის შიდა პროდუქტი. შეუძლებელია ასე ხისტი იყო, წვრილმან დანაშაულზე 3000 ლარი და სერიოზულ დარღვევაზე ასევე 3000 აქ დიფერენცირება არის საჭირო. გარდა ამისა, როდესაც მოიხსნება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ასეთ შემთხვევაზე უნდა იყოს გაცილებით ნაკლები ჯარიმა, ვიდრე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
არასაგანგებო მდგომარეობის დროს 2000 ლარიან ჯარიმას არ ეთანხმება ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.