18 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
სამწუხაროა, რომ "ნაცმოძრაობის" კლასტერს ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა შეუერთდა, რომელიც პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება - გია ვოლსკი

მმართველი პარტია ოპოზიციის ღია წერილს, გამოეხმაურა, რომლითაც პოლიტიკოსებმა საერთაშორისო პარტნიორებს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება სთხოვეს იმ შეთანხმების შესასრულებლად, რაც მხარეებმა 8 მარტის მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ოპოზიციას აღელვებს არა არჩევნების ჩატარება-არ ჩატარების საკითხი, არამედ პოლიტპატიმრების თემის წინ წამოწევით პოლიტიკური გამორჩენის მიღება.

"მათი ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს და ამ შემთხვევაში ეს პოლიტპატიმრების თემა იქნება წინ წამოწეული მიზეზი. ეგონათ, რომ კომპრომისი არ იქნებოდა ჩვენგან დაშვებული. დავუშვით კომპრომისი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და პერსპექტივა იმისა, რომ მათ რაიმე პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვონ, არ არსებობს. აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ამ ღია წერილში არის ჩამოყალიბებული. სამწუხაროა, რომ "ნაცმოძრაობის" კლასტერს შეუერთდა ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება და პასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე აქვთ დავიწყებული,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.  

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ღია წერილით მიმართეს, რომლითაც მოუწოდებენ, ამ სიტუაციაში მონიტორის როლი იტვირთოს და შეახსენოს ხელისუფლებას ის ვალდებულებები, რაც მოლაპარაკების დროს აიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები