18 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
ოპოზიცია თვითონაა დაინტერესებული არჩევნები გადაიდოს - რატი იონათამიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი, იმ პოლიტიკური ძალების საპასუხოდ, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლებას კორონავირუსის კრიზისის ფონზე არჩევნების გადატანა სურს, აცხადებს, რომ ისინი ამით თავად არიან დაინტერესებულნი.

რატი იონათამიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ინტერესი არჩევნების კანონით დადგენილ ვადებში ჩატარებაა.

"ის პოლიტიკური ძალები, რომელიც საარჩევო თარიღის გადადებასთან დაკავშირებით ცდილობენ, რომ საზოგადოებაში გარკვეული დისონანსი შეიტანონ, თვითონ არიან დაინტერესებული, რომ ეს მოხდეს. ჩვენი პირდაპირი ინტერესია, რომ კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდეს არჩევნები, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განმტკიცებას,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები