უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროს დახმარებასაც ითვალისწინებს. გახარიას თქმით ადგილობრივი წარმოების განვითარება იმისთვის რომ ადგილობრივი მოთხოვნა დააკმაყოფილოს ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, ამ საკითხში კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სოფლის მეურნეობა ასრულებს, რომლის დახმარებაც მთავრობის პრიორიტეტებს შორის მოექცა.
პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროში მიკრო საგრანტო სისტემა ისევ გაგრძელდება და გრანტების მოცულობა 30 ათას ლარამდე აიწევს.
ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად აგროკრედიტის გაცემისას მოხდება სესხის პროცენტის სრული დაფინანსება. სესხების სავარაუდო ჯამური მოცულობა 50 მლნ ლარი იქნება, ბენეფიციართა რაოდენობა კი 5 ათასი.
პრემიერის თქმით, აუცილებელია ასევე რომ მოხდეს მიწის სისტემური რეგისტრაცია მომავალი 3 წლის განმავლობაში.