18 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის მადლობას უხდის

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მოქალქეებს ამ პერიოდში გამოვლენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება ტიკარაძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გააკეთა. 

"მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, იმ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს. მათ გარეშე, რა თქმა უნდა,  ყველაფერი ის რაც განხორციელდა იქნებოდა შეუძლებელი და ასევე უნდა აღვნიშნო რომ ის კოორდინაცია და ის ერთობა, რაც ზოგადად იყო გუნდში და ის შრომა, რაც იყო გაწეული.

ფაქტია, რომ დღეს არის სახეზე და შემდგომშიც მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯები ესე იყოს გაგრძელებული. ვინაიდან, მსოფლიოც ამაზე არაერთხელ აკეთებს კომენტარს, ეს არის ის უჩინარი მტერი, რომელიც არ დარჩება ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღით და ერთი თვით, არამედ მასთან ერთად ჩვენ მოგვიწევს ვიცხოვროთ, შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ ყველა ის ღონისძიებები, რომელიც არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები