ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ჯანდაცვის სეექტორზე 350 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა იმყოფება იმ მდგომარეობაში, როდესაც სრულად უნდა გავიაზროთ, რომ გამარჯვება ერთი და მეორე მიმართულებითაც აუცილებელია.
“ჯანდაცვის სექტორზე პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით, გადაუდებელი ხარჯების მიზნით გამოყოფილი არის 350 მილიონი ლარი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.