18 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
როგორ უნდა დაადასტუროს არაფორმალურად დასაქმებულმა პირმა შემოსავალი - პრემიერის განმარტება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ არაფორმალურად დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებმაც 2020 წლის პირველი კვარტალში სამსახური დაკარგეს, სოციალური დახმარება გადაეცემათ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამისთვის სპეციალური სოციალური პროტოკოლი არსებობს, რომელიც სოციალურ სააგენტოს ეკუთვნის. 

"სოციალური დახმარების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, არაფორმალურად დასაქმებული, უმარტივესი გზით როგორც კი შეძლებს დაადასტუროს რაიმე სახით შემოსავალს, ეს შეიძლება იყოს მაგალითად - დამლაგებლისთვის ორგანიზაციის წერილი, სადაც ის ალაგებდა, მოვაჭრისთვის - იმ ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც ის შრომობდა და ა.შ. რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს, რომ ელემენტარულად, რომ ამ ადამიანს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა, ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სოციალური დახმარება გავცეთ.

გვესმის, რომ პანდემია არის გლობალური გამოწვევა და ქვეყანაში, რა თქმა უნდა, სოციალურად მძიმე ფონი შექმნა არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ადამიანებისთვისაც. ამიტომ, ასეთი ელემენტალური დოკუმენტები საკმარისი იქნება იმისთვის,  რომ სოციალური დაცვის სააგენტომ გაითვალისწინოს და შესაბამისი დახმარება გასცეს." - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

გარდა ამისა, პრემიერი ამბობს, რომ დახმარებები გადაეცემა იმ ადამიანებსაც, რომლებიც კომპანიებმა უხელფასო შვებულებაში გაუშვა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დახმარება 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

"მე მინდა გითხრათ, რომ ეს დახმარება ეხება იმ ადამიანებსაც, რომლებიც კომპანიამ უხელფასო შვებულებაში გაუშვა. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვესმის, რომ ფორმალური დასაქმების ნაწილში და ახალ სამუშაო ადგილების შექმნის ნაწილში, არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე. ამიტომ, ჩვენი დახმარების ხასიათიც არის 6-თვიანი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ დახმარებას მდგრადი ხასიათი მივცეთ. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დახმარება იყოს მდგრადი. ეს არის საუკეთესო გამოცდილება და შესაბამისად, ეს მისცემს შესაძლებლობას თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, მიუხედავად იმის, რომ გვესმის, რომ ეს არის იმ აუცილებელი მინიმუმი, რომელიც დღეს ქვეყანას შეუძლია. მთავრობის და თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ის მწირი რესურსი, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ , იმისთვის რომ სოციალური დახმარებების სახით გავცეთ, პირველ რიგში უნდა გამოვყო ეფექტურად და სამართლიანად. ჩვენ შევეცადეთ რომ მაქსიმალურად სოციალურად მგრძნობიარე ველა ფენა მოგვეცვა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

დღის ამბები