18 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება, მობილობის შემცირება და ა.შ. - გიორგი გახარია სავალდებულო წესებზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიამ ისე შეცვალა ჩვენი ცხოვრება, რომ გარკვეული შეზღუდვები და ღონისძიებები ჩვენთან წლების განმავლობაში დარჩება.

გიორგი გახარიას თქმით, ამ წესების გარეშე, რომლებიც არის დისტანციის დაცვა, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება და დისტანციური მუშაობის ფორმები, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია.

"პანდემიამ ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური ქცევა შეცვალა ისე, რომ გარკვეული შეზღუდვები და ღონისძიებები დარჩება წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად. ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელი იქნება ეკონომიკის გახსნაზე და აღდგენაზე საუბარი.

ეს წესები ძალიან მარტივია და არის გლობალური. ეს არ არის ის წესები, რომლებსაც მარტო საქართველოში უნდა მივყვეთ და დავიცვათ.

სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად არის აუცილებელი და როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში იქნება აუცილებელი ჩვენს ცხოვრებაში.

კორონავირუსის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ დღემდე გლობალურად მსოფლიომ ვერ მოძებნა რეცეპტი, როგორ უნდა ებრძოლოს ამ ვირუსს გარდა სოციალური დისტანციისა, პირბადისა, მობილობის შემცირებისა და ა.შ.

საზოგადოების თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება. როგორც ჩანს, რაღაც პერიოდი, პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება.

იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ყველა მეწარმემ და კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, შეუძლებელი იქნება საქმის აღდგენა და გრძელვადიან პერიოდში გაგრძელება იმ ღონისძიებების გამყარების გარეშე და მოთხოვნების დაცვის გარეშე, რომელსაც წარმოგვიდგენენ ჩვენი ეპიდემიოლოგები და ექიმები.

მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, იმისთვის, რომ ერთმანეთთან კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები