გიორგი გახარია ანტიკრიზისული გეგმის შესახებ ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ხშირ ოპონენტებისგან პოპულისტური განცხადებები ისმის. მათ შორის, გიორგი გახარია საპენსიო დანაზოგის მოქალაქეებისთვის გადაცემის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ ეს ხელისუფების მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნებოდა.
პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას, მას შემდეგ რაც პანდემიასთან ბრძოლა დაიწყო, თვითნებურად არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს და ყველა ქმედება დიდი მსჯელობის და განხილვის საგანს წარმოადგენდა.
"საპენსიო ფონდისთვის ხელის ხლება დღეს იქნებოდა უკიდურესად უპასუხისმგებლო ნაბიჯი მთავრობის მხრიდან. რაც შეეხება როგორ იქნება დახარჯული ან ბიუჯეტის შემცირება რომელ პროექტებს შეეხო, ძალიან კარგად იციან მათ რომ კრიზისული ბიუჯეტის წარდგენის დრო არის მაისი და ეს ბიუჯეტი ვერ აუვლის გვერდს პარლამენტში განხილვებს და აუცილებლად პარლამენტში იქნება ეს ყველაფერი განხილული. სამწუხაროდ, პოპულისტური მოქმედებებია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სადმე ჯანსაღ საგნობრივ ნაწილს თუ დავინახეთ, ჩვენ ამას ყველაფერს ვიყენებთ. მერწმუნეთ, რომ ჩვენ ეს სპეციალური გუნდი რომ გვაქვს გაკეთებული აქ ბევრი მსჯელობები გვაქვს.
არც ერთი ნაბიჯი საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით 28 იანვრის შემდგომ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა, ასე თვითნებურად არ გადაგვიდგამს ნაბიჯი. ყველა ნაბიჯი იყო ხანგრძლივი განხილვების, დისკუსიების საგანი როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, შიგნით გუნდში, ხელისუფლების ყველა შტოსთან. ამიტომ, იქ სადაც კრიტიკა მისაღებია მივიღებთ იქ სადაც მისაღები არ არის არ მივიღებთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ დღეს მსოფლიოში არსებული ვითარება პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა, შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია მაქსიმალურად გონივრულად იმოქმედოს და ცუდი სცენარებისთვისაც მზად იყოს.
"ეს არის დღევანდელი ჩვენი მდგომარეობის ყველაზე დიდი პრობლემა. შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება. ამიტომ, ეს გაურკვეველი მდგომარეობა გვაყენებს იმ მდგომარეობაში, რომ რესურსი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას აქვს უკიდურესი სიფრთხილით იყოს გამოყენებული, იმისთვის, რომ ყველაზე მძიმე სცენარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც გვესმის რომ ეს საკმარის არ არის, არავინ არ იცის, ამ 6 თვის გავლის შემდგომ ჩვენ რა ნაბიჯების გადადგმა მოგიწევს ან საი თვის შემდგომ. მთავრობისთვის აუცილებლობაა რომ იყოს პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და ეფექტური. ოპოზიციას შეუძლია მისცეს თავის ავს უფლება იყოს პოპულისტური, ზოგ შეთხვევაში ამპარტავანი და კიდევ სხვანაირი,“ - აცხადებს პრემიერ მინისტრი.