18 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
ჩვენ ქვეყანას ვერავინ უკარნახებს ვინ სად დაინიშნება, ეს უბრალოდ ზეწოლის მცდელობაა - უკრაინის რადას დეპუტატი თალაკვაძის წერილზე

ჩვენ სუვერენული სახელმწიფო გვაქვს და ვერც ერთი ქვეყანა მსოფლიოში ვერ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა - ამ სიტყვებით გამოეხმაურა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია, საქართველოს ხელისუფლებაში გაკეთებულ განცხადებას, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არსებული რიტორიკით პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს, საიდანაც საქართველო უფრო დიდ პრობლემებს გადააწყდება, ვიდრე უკრაინა.

"ვიღაცამ, ვიღაც პირველ პირადაც კი არა, არც მეორე, არამედ ვიცე-პრემიერად წამოაყენა. მაშ რისთვის არის საჭირო ასეთი აგრესია? ძალიან საშიშია იმის ნახვა, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე გვერდით მყოფი, გაცილებით მცირე ქვეყანა ასე რეაგირებს.

უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, ამიტომ ჩვენ ქვეყანას ვერავინ უკარნახებს ვინ სად დაინიშნება. ან ვინ იქნება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. მე პოლიტიკოსი ვარ და არა დიპლომატი. ამიტომ, როგორც პოლიტიკოსი გეუბნებით, რომ ეს უბრალოდ ზეწოლის მცდელობაა. არავის არ აქვს სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლის უფლება," - განაცხადა ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ.

დღის ამბები