18 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
პოლიტიკური შურისძიების გამო დიპლომატიური ომის ღიად გამოცხადება სამარცხვინოა - ხატია დეკანოიძე თალაკვაძის წერილზე

თალაკვაძის წერილს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებისადმი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძეც გამოეხმაურა. დეკანოიძე ამ ფაქტს უკრაინისთვის დიპლომატიური ომის ღიად გამოცხადებად აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი საქციელი, ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინოა. 

"ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი, რადგან უკრაინა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, მათ შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ დარგში. ამიტომ, პოლიტიკური შურისძიების გამო, ასეთი განცხადებების გაკეთება და დიპლომატიური ომის ღიად გამოცხადება არის სამარცხვინო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ოფიციალური კიევი, უკრაინა - ყველა ერთხმად მიიჩნევს, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი,"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ხატია დეკანოიძემ

დღის ამბები