18 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
პოლიტიკური ოპონენტების და ბოტების მხრიდან ექიმებისა და მიღებული სხვა ზომების კრიტიკა პოლიტიკური მოროდიორობაა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტებისა მხრიდან ექიმების, შეზღუდვების და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა პანდემიის დროს, პოლიტიკური მოროდიორობაა.

კობახიძის განცხადებით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა - 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.

"ეს მაჩვენებლები რომ ყოფილიყო იტალიის, ესპანეთის, ბელგიის და მთელი რიგი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსი, 3,7-მილიონიან საქართველოში კოვიდით უკვე 1500-2000 ადამიანი იქნებოდა გარდაცვლილი. დღეს კი, საქართველოში სიკვდილიანობა ამ ქვეყნებზე 300-ჯერ და 400-ჯერ დაბალია.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოში უკვე გადავარჩინეთ 2000-მდე ადამიანის - ასეულობით მოხუცისა და ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე.

ეს არის ჩვენი ექიმების, დაწესებული შეზღუდვებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა დროული და ეფექტიანი ზომების დამსახურება.

ამ ვითარებაში, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, ტროლებისა და ბოტების მხრიდან ექიმების კრიტიკა, შეზღუდვების კრიტიკა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა, არის პოლიტიკური მოროდიორობა პანდემიის დროს," - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

 

დღის ამბები