18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
სამწუხაროდ, სოფლის მოსახლეობამ ვერ აღიქვა ჩვენი მოწოდება, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას და არა მეზობლებთან ქეიფს - პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქალაქებში მაცხოვრებელებმა მაქსიმალურად შეასრულა რეკომენდაციები, ხოლო, მოსახლეობას, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით გაუჭირდა რეკომენდაციების აღქმა.

მისივე თქმით, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას და არა საქეიფოდ მეზობელთან სიარულს. როგორც იმნაძემ განაცხადა, არასწორად შესრულებული რეკომენდაციების შედეგია სწორედ ის, რაც ბოლნისის რაიონში ხდება.

​"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა მოწმობს იმას, რომ სოფლის ხალხი არ იცავდა მაქსიმალურად რეკომენდაციებს, ხოლო ქალაქის მაცხოვრებლები იცავდნენ. სამწუხაროდ, იმ დღეების მანძილზე, როდესაც ჩვენ მათ მოვუწოდებდით დარჩენილიყვნენ სახლში, ვერ აღიქვეს. სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას. სამწუხარო შედეგებს დღეს ვიმკით, რაც ხდება ვთქვათ, კონკრეტულ დასახლებებში, ბოლნისსა და თეთრიწყაროშია," - განაცხადაა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები