18 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
საბოდიშო არ უნდა იყოს, რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი საქართველოში ავად არ არის, საავადმყოფოები გადავსებული არ არის, თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ტესტების ვარგისიანობაზე ეჭვი უადგილოა, რადგან მისივე თქმით, თუ ტესტების მგრძნობელობა იქნებოდა დაბალი, ქვეყანა ვერ დაიტევდა პაციენტების უზღვავ რაოდენობას.

"პისიარ ტესტების მგრძნობელობაზე უამრავი კითხვაა, ამ ტესტების მგრძნობელობა არის ძალიან მაღალი. ამ ტესტებს იყენებენ აშშ-შიც. არა მგონია იქ ვინმემ უხარისხო ტესტების გამოყენება დაუშვას, მაგრამ ეს არის ამერიკელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები და არ არის საეჭვო.

ეს ტესტები რომ არ იყოს ვარგისი, საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევენ პაციენტებს, საავადმყოფოები ვერ დაიტევენ პნევმონიან ავადმყოფებს, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ქვეყანაში არ არის ფართო გავრცელება, კიდევ ერთხელ ბოდიში თუ ამით იმედები გაგიცრუეთ,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ტესტირების სტრატეგია, რომელიც ქვეყანას ჰქონდა არჩეული, ანუ მიზნობრივი ტესტირება, ეტაპობრივად ხორციელდება.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, კორონავირუსზე ტესტები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ჩატარდება.

"ყველა პაციენტის ტესტირება, რომელიც არის სიცხიანი და რომელიც არის პნევმონიით, ხორციელდება არა მხოლოდ ცხელების ცენტრებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებაში. ტესტირების სტრატეგია, რომელიც ქვეყანას ჰქონდა, არჩეულია ანუ მიზნობრივი ტესტირება, ეტაპობრივად ხორციელდება.

ევროპასა და შეერთებულ შტატებში არათუ მსუბუქ პაციენტებს, არამედ არის კატეგორიებად დაყოფილი ვის უტარდება ტესტირება. ამიტომ ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი, რომელიც მართავს სიტუაციას. ჯერჯერობით საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ ათობით და ასობით ადამიანი დაღუპული არ არის. საბოდიშო არ უნდა იყოს მე მგონი, რომ ათასობით ადამიანი და ათიათასობით, საქართველოში ავად არ არის, ასევე ის, რომ ჩვენი საავადმყოფოები გადავსებული არ არის. თუ ეს საბოდიშოა, ბოდიშს მოვიხდით," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები