18 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ 1 პაციენტი დატოვებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა თავართქილაძის განცხადებით, საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს.

თეა თავართქილაძის თქმით, კლინიკაში ამ ეტაპისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი რჩება.

"ამ დროისთვის კლინიკაში არის 61 პაციენტი, რამდენიმე პაციენტი გადადის საკარანტინო ზონაში. 39 კოვიდ ინფიცირებულიდან ერთი პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას გამოჯანმრთელებული," - განაცხადა თავართქილაძემ.

გარდა ამისა, თეა თავართქილაძის ინფორმაციით, დღეს კლინიკას ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატება.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ხუთი პაციენტი, კოვიდ დადებითი დაგვემატება დღის განმავლობაში სხვა საავადმყოფოებიდან. ჩვენთან გუშინ ჩატარდა 13 პაციენტზე ტესტირება, ყველა მოვიდა უარყოფითი.

ამ ეტაპზე 38 პაციენტია კოვიდ ინფიცირებული, მათგან ყველა არის სპონტანურ სუნთქვაზე, ორის მდგომარეობა საყურადღებოა, სხვა ყველა არის სტაბილურად," - განაცხადა თეა თავარქთილაძემ.

დღის ამბები