18 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
თეთრიწყაროს შესასვლელებთან ბლოკპოსტები განთავსდა - ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული

ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. თეთრიწყაროს შესასვლელებთან ბლოკპოსტები განთავსდა. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე თეთრიწყაროს სოფლები არ ჩაიკეტება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ცენტრის ჩაკეტვის, რადგან მაქსიმალურად შევზღუდოთ კომუნიკაცია და მივიღოთ პრევენციული ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს დაავადების ფართო გავრცელება. ჩვენ ამ კუთხით გვაქვს გარკვეული გამოცდილებები და მივყვებით ინსტრუქციებს.

დილიდან მიდის შესაბამისი პოლიციური დანაყოფებისა და თავდაცვის დანაყოფების მიერ შესწავლა გეოგრაფიის და პრაქტიკულად უკვე რეალიზდება, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრი, ყველა გასასვლელი და შემოსასვლელი იქნება ჩაკეტილი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლები არ იკეტება, სამ სოფელში არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ ეს ჩაკეტვის საჭიროება არ არის," - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა. 

ამ სცენარით მოვლენების განვითარებას ეპიდემიოლოგები ჯერ კიდევ გუშინ ვარაუდობდნენ, როდესაც გაირკვა, რომ დაინფიცირებული ექთნის კონტაქტების რაოდენობა საგრძნობლად დიდი იყო. ასევე ვერ დაადგინეს, ვირუსის გავრცელების კვალი.

დღის ამბები