18 ნოემბერი 2024,   07:28
ვრცლად
რომელმა უწყებამ და რის საფუძველზე გასცა საშვი ოთარ ფარცხალაძეზე - ლელომ მთავრობას წერილით მიმართა

რომელმა უწყებამ და რის საფუძველზე გასცა საშვი ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე და თუ არ გაუცია, რა სახის სამართლებრივი რეაგირება მოხდა - ამ კითხვით პოლიტიკურმა მოძრაობამ "ლელო საქართველოსთვის" მთავრობას მიმართა.

მაშინ, როდესაც ქალაქის ქუჩებში, ეპიდემიის გავრცელების შესაკავებლად ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალული იყო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ყოფილი პროკურორი ავტომანქანით. 

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანა.

"რომელმა უწყებამ მისცა ოთარ ფარცხალაძეს ნებართვა გადაადგილებასთან დაკავშირებით და რის საფუძველზე არის გაცემული ასეთი ნებართვა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ასეთი ნებართვა არ არის გაცემული, მაშინ ჩვენი კითხვაა, რა სამართლებრივი მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ათეულობით ადამიანი ყოველდღიურად ჯარიმდება და ამ დროს მთავრობასთან დაახლოებული ადამიანები, ნათესაური თუ სხვა ტიპის კავშირებით გადაადგილდებიამ გაუგებარი საფუძვლებით," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა კახა კოჟორიძემ.

"ლელო", ასევე, მოითხოვს, 27-28 აპრილს საგამონაკლისო წესით საქალაქთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტის გადაცემას.

დღის ამბები