სწრაფი ტესტების მასობრივად გამოყენების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს გიორგი ვაშაძე. "ახალი საქართველოს" ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ამ მხრივ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ქვეყანაში მასობრივი ტესტირების დაწყებას მიზანმიმართულად წელავს. მისივე თქმით, კოვიდინფექციის ყველა ახალი დადასტურებული შემთხვევის მიზეზი ტესტირების დროულად ჩაუტარებლობაა.
"ქართული ოცნება" მიზანმიმართულად წელავს მასობრივი ტესტირების დაწყებას ქვეყანაში, რისი მსხვერპლიც არიან უკვე ექიმები, მაგალითად, თეთრიწყაროში.
ყველა ახალი შემთხვევა, რომელიც არის გამოვლენილი, არის გამოვლენილი იმიტომ, რომ დროულად არ უტარდება ტესტი.
არათუ მასობრივად ხელმისაწვდომია მთლიანად საზოგადოებისთვის, არამედ ადამიანებს, ვისაც სჭირდებათ დიაგნოსტიკა და ტესტირება, მათაც კი არ უტარდებათ დროულად დიაგნოსტიკა და ტესტირება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.