დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განცხადებით, თვითდასაქმებულები, რომლებიც რომლებიც ფიზიკურ პირთან მუშაობდნენ, მთავრობის მიერ დაანონსებულ დახმარებას ვერ მიიღებენ.
როგორც "დღის კურიერში" სტუმრობისას თამილა ბარკალიამ განაცხადა, იმისთვის, რომ პირმა მიიღოს დახმარება აუცილებელია წარმოადგინოს იურიდიული პირის მიერ გაცემული საბუთი.
"ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები სამწუხაროდ ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება სამწუხაროდ, საკმარისი. იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული. იმ შემთხვევაში თუ მძღლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი სამწუხაროდ არ იქნება საკმარისი," - აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.