18 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
ხალიფა ჰაფტარი 2015 წელს გაეროს შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე უარს აცხადებს და ლიბიის მმართველობას გეგმავს

ლიბიის ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფტარი 2015 წელს გაეროს შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე უარს აცხადებს და ქვეყნის მმართველობას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ჰაფტარმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ნაბიჯებს გადადგამს ლიბიის აღმოსავლეთში მყოფი გენერალი.

2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა. დედაქალაქ ტრიპოლსა და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს 2015 წელს შექმნილი ეროვნული თანხმობის მთავრობა აკონტროლებს. რომელსაც მხარს გაერო უჭერს.აღმოსავლეთში კი ხალიფა ჰაფტარს მხარდაჭერას რუსეთი, ირანი და ეგვიპტე უცხადებენ.

დღის ამბები