18 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
პენსიონერს ყოველწლიურად გარანტირებულად გაეზრდება პენსია - ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პენსიონერებს ყოველწლიურად გაეზრდებათ პენსია, მიუხედავად იმისა, არის, თუ არა საარჩევნო წელი.

ივანე მაჭავარიანის თქმით, ყოფილა წლები, როდესაც პენსიონერებს პენსია საერთოდ არ მომატებიათ.

"70-წლამდე პენსიონერების პენსიის ზრდა უნდა მოხდეს ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლოს 70 წელს ზემოთ, ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტის გათვალისწინებით. ასევე ჩვენ გვაქვს ქვედა მინიმუმი დაწესებული. ეს არის 70 წლამდე პენსიორებისთვის მინიმუმ 20 ლარის, ხოლო 70 წელზე გადაჭარბებულის 25 ლარის მიმატება.

მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ მოცემულ წელს პრაქტიკულად არასდროს ყოფილა რომ 20 ლარზე მეტი ყოფილიყო პენსია გაზრდილი. იყო წლები, როდესაც იზრდებოდა 20 ლარით ან საერთოდ არ იზრდებოდა. ჩვენ გვინდა რომ ეს წესი შემოვიღოთ და ამ წესმა იმუშავოს ავტომატურ რეჟიმზე. მიუხედავად იმისა, არის თუ არა არჩევნების წელი. პენსიონერს ყოველწლიურად გარანტირებულად გაეზრდება პენსია," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები