18 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
გია ბარამიძე არ ადასტურებს ინფორმაციას უკრაინის "რადადან" ​მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევის შესახებ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე არ ადასტურებს ინფორმაციას უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი "რადადან" მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევის შესახებ. მისი ინფორმაციით, ფრაქცია "გოლოსთან" შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა.

"მე ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. რასაც დაგიდასტურებთ და გეტყვით, არის ის, რომ სულ ახლახანს დამთავრდა უკრაინის პარლამენტში ფრაქცია "გოლოსთან" შეხვედრა, რომელმაც ძალიან კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა, ძალიან წარმატებული შეხვედრა იყო და ძალიან საინტერესო შეკითხვები დაისვა. ეს ფრაქცია, მთლიანობაში, განწყობილია რეფორმების მხარდასაჭერად,"- განაცხადა გია ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაციას უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი "რადადან" მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევის შესახებ უკრაინული მედია ერთ-ერთი გამოცემის "ცენზორ ნეტის" მთავარ რედაქტორზე, იური ბუტუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პოსტზე დაბლოკვის მიზეზი "რადაში" დეპუტატთა არასაკმარისი მხარდაჭერა გახდა. განცხადება ამ თემაზე ოფიციალურ პირებს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები