18 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ხიდისყურში შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა მოსახლეობა მთავრობის მიერ დადგენილ ყველა სხვა შეზღუდვას უნდა დაემორჩილოს - გუბერნატორი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, რომ სოფელ ხიდუსყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მოხსნის მიუხედავად, მოსახლეობამ ყველა ის წესი უნდა დაიცვას, რაც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ვრცელდება. 

სოფელი, სადაც სულ 18 ოჯახი ცხოვრობს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც 12 აპრილს ადგილობრივ მცხოვრებელს ინფექცია დაუდასტურდა.

სოფელი 13 აპრილს სრულად ჩაიკეტა და მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება დაიწყო. შიდა ქართლში COVID-19 ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

"მოსახლეობას საშუალება ექნება გამოვიდეს სოფლიდან. ბუნებრივია, მათ უნდა დაიცვან ყველა ის წესი, რაც ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ვრცელდება და შეზღუდვები ბუნებრივია, მათზეც გავრცელდება. რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვახსოვდეს რომ საფრთხე არსებობს და ამისთვის უნდა დავიცვათ დადგენილი კრიტერიუმები და შეზღუდვები, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის შემუშავებული,“ - აცხადებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი

დღის ამბები