18 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, საგადასახადო შეღავათს საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით მიიღებენ - ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით. ანტიკრიზისულ გეგმის დეტალებზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კომპენსაცია და დახმარება გაეწევა დასაქმებული მოქალაქეების სამ კატეგორიას, ესენია - დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, დაქირავებით დასაქმებულები, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი და თვითდასაქმებულები.

"დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით. კერძოდ, დაქირავებით დასაქმებული, რომლის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს და დასაქმებულია კერძო სექტორში, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში, თითოეული დამქირავებელთან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალზე 750 ლარის ოდენობით. საგადასახადო შეღავათის მაქსიმალური ოდენობა არის თითოეულ სამუშაო ადგილზე 150 ლარი, ხოლო საგადასახადო შეღავათის პერიოდი არის 2020 წლის პირველი მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში," – განაცხადა ხუციშვილმა.

დღის ამბები