18 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
რა ძალამ გააჩერა კაბინეტში მერაბიშვილი გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, ახსნა არ აქვს და ვერასდროს გავიგებ - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკაში მოსვლას ვერავინ აუკრძალავს, თუმცა ლეგიტიმაცია ხალხმა უნდა მისცეს. დაუკავშირებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი გენერალური მდივანი თავის პოლიტიკურ ბედს ისევ ენმ-ს, ნიკა მელიას თქმით, გადაწყვეტილი ამ ეტაპზე რაფერია.

ამასთან, როგორც ნიკა მელიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მერაბიშვილს მძიმე შეცდომები აქვს დაშვებული, ოპოზიციაში ყოფნის დროს კი, "ნაციონალური მოძრაობა" ფუნდამენტურად შეიცვალა, როგორც მიდგომებით, ისე შეხედულებებით:

"აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკაში. ხალხი მანდატს მიცემს, ლეგიტიმაციას მიანიჭებს, არ მიანიჭებს, რა თქმა უნდა, ეს ხალხზე იქნება დამოკიდებული. "ნაციონალური მოძრაობა" უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეიცვალა, მიდგომებით, შეხედულებებით, განახლებული "ნაციონალური მოძრაობაა.""ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ თავში იპოვა რესურსი და უნარი, რომ განახლებულიყო. ოპოზიციაში მყოფი პარტია ყალიბდება პარტიად, "ნაციონალური მოძრაობა" როცა შეიქმნა, მალევე მოვიდა ხელისუფლებაში და ძალიან ბევრი უღირსი ადამიანი მიეტმასნა. 8 წლის განმავლობაში როცა ხარ ოპოზიციაში, იწრთობი, როგორც პარტია და ყველა ნაკლოვანებები ზედაპირზე ამოდის. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მან უნდა თქვას ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. მძიმე შეცდომები იყო დაშვებული ვანო მერაბიშვილის მიერ, როცა ის იყო ხელისუფლებაში. მისთვისაც მაქვს ნათქვამი, ერთ-ერთი მთავარი იყო, რომ არ გადადგა გირგვლიანი მკვლელობის შემდეგ, ამას ახსნა არ აქვს და ვერ გავიგებ ვერასოდეს, რა ძალამ გააჩერა კაბინეტში,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

 

დღის ამბები