დაუკავშირდება თუ არა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მომავალი "ევროპულ საქართველოს", ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილმა უკვე დააფიქსირა რომელ პარტიაში ხედავს თავის თავს და ეს პარტია - "ევროპული საქართველო" არა არის.
"მან უკვე დააფიქსირა რომელ პარტიაში ხედავს თავის თავს და არაკორექტული იქნება ჩემგან ვისაუბრო, რას ვისურვებდი. ჩემი დიდი ხნის მეგობარია და პოლიტპატიმარი იყო, მაგრამ ის არ არის ჩვენ გუნდში,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.