საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში COVID-19-თან ბრძოლის პროცესში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით ურთიერთდახმარების მზადყოფნა - ეს იყო მთავარი თემა, რასაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების სახელმწიფო მინისტრმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
უენდი მორტონმა ქართულ მხარეს ბრიტანეთის მოქალაქეების სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ნატოში ინტეგრაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა.