მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი "დღის კურიერში", COVID 19-ის პანდემიის პირობებში ქართველი ხალხის მიერ გამოჩენილ დისციპლინაზე საუბრობს. მოლინეუსი მადლობას უხდის იმ სამედიცინო პერსონალსა და ექიმებს, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანის გადარჩენაში წვლილი მიუძღვით. მან ასევე საქართველოს მთავრობის მობილიზებასა და მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.
სებასტიან მოლინეუსის თქმით, 1990 წლიდან დღემდე მსოფლიო ბანკი საქართველოს მხარს უჭერდა და COVID-19-ით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის პირობებშიც საქართველოს გვერდით იქნება.
"მე მინდა გამოვხატო მადლიერება ექიმების მიმართ, იმ სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს იმისთვის, რომ ადამიანებს სიცოცხლე შეუნარჩუნონ.
ასევე მინდა აღვნიშნო მთავრობის მობილიზება და მთავრობის შეუდარებელი მუშაობა, რადგანაც ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან ამ კრიზისს. საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად ეხმარებიან ქართულ მთავრობას.
მე მინდა ვისაუბრო ქართველ ხალხზე. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან მაღალი დისციპლინა აჩვენეს ამ საშინელი კრიზისის დროს. მინდოდა, რომ ეს მეთქვა.
ასევე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ მსოფლიო ბანკი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსი და ჩვენ მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებით.
1990-იანი წლებიდან დღემდე, რა თქმა უნდა, ჩვენ სულ თქვენს გვერდით ვიყავით და ეს პერიოდი არ არის გამონაკლისი. ჩვენ მოვესწარით თქვენს ეკონომიკურ გარდაქმნას. 2007-2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს ჩვენ ასევე თქვენს გვერდით ვიყავით და მინდა აღვნიშნო, რომ ქართველ ხალხს ამ COVID-19-ის კრიზისის დროსაც აქტიურად დავუდგებით მხარში," - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა "დღის კურიერის" ეთერში.