18 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებები ერთმანეთს არ უნდა მიაბას - დიმიტრი ცქიტიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო ცვლილილებასთან დაკავშირებული შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ დოკუმენტს ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს. თავის მხრივ კი, ხელისუფლებამ ყველა შეთანხმების პირობა დაიცვას და შეასრულოს.

ცქიტიშვილის თქმით, ორივე საკითხი, რომელზეც შეთანხმება შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ერთის არ შესრულების შემთხვევაში, ოპოზიციამ მეორე შეთანხმების ჩაგდებას არ უნდა შეუწყოს ხელი.

"ეს არის საყოველთაო ინტერესი და საყოველთაო შეთანხმება. ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელიც ცალკე  დოკუმენტად არის გაფორმებული საარჩევნო სისტემასთან და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი მონაპოვარია თითოეული პოლიტიკური სუბიექტის. ვფიქრობ რომ ეს შეთანხმება, ცალსახად დასაცავია.

ორი დოკუმენტია, რომელზეც შეთანხმება მოხდა. ერთმანეთისგსან გამოცალკევბული საკითხებია. ერთმანეთზე არ არის მიბმული. ორივეს შესრულება არის სავალდებულო. ხელისუფლება თუ ერთს შეასრულებს და მეორეს არა, ამითი პასუხიმგებლობას თავიდან ვერ მოიხსნის.

მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ეს ორი შეთანხმება ერთი მეორეს არ უნდა მიაბას და ამითი  ძალიან დიდი სიკეთე და მიზანი, რომელიც შეიძლება საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოჰყვეს, არ უნდა დააზიანოს. რადგან ხელისუფლებამ შესაძლოა თქვას, ოპოზიცია არ იცავს შეთანხმებას და ჩვენ რისთვის შევასრულოთ. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ერთის მხრივ იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ახალი საარჩევნო სისტემა და მეორეს მხრივ, რაც წერია დოკუმენტში შესრულდეს სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა ხდებოდეს.

როდესაც ხელისუფლებამ ორ შეთანხმებას მოაწერა ხელი, ორივეზე აიღო პასუხისმგებლობა. თუმცა ერთი მეორესგან არ გამომდინარეობს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შესრულდეს საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხი, ასევე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებს უკავშირდება და სასამართლო სისტემის გამოყენება არ მოხდეს პოლიტიკური მიზნებისთვის, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს.

 

დღის ამბები