18 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
არც სააკაშვილი და არც რომელიმე საკადრო გადაწყვეტილება არ ღირს იმად, რომ რისკები შეექმნას ჩვენს პოლიტიკურ თანამშრომლობას - არჩილ თალაკვაძე უკრაინაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ "დღის კურიერის" ეთერში უკრაინელი კოლეგისთვის გაგზავნილ ღია წერილზე ისაუბრა, რომელშიც საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. კითხვაზე, რა პასუხი ექნება მას იმ კრიტიკაზე, რომელიც მის წერილს ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მოჰყვა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს კრიტიკა ვალდებულების გამო იყო გამოთქმული და ხელისუფლების ოპონენტებიც კი ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი წარსულის თემაა:

"მე არ ვიტყოდი რომ ძალიან მწვავე და ძლიერი რეაქცია მოჰყვა საქართველოში ოპოზიციის მხრიდან ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს იყო სუსტი რეაქციები, როგორც ჩანს, ოპოზიციის შიგნითაც უკვე ხვდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი უკვე არის წარსულის თემა და მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოში ოპოზიცის ლიდერი მომავალში. ამას ბევრი ხვდება ოპოზიციაში და სავალდებულო განცხადებები, რაც იყო მათი მხრიდან, გაკეთდა, მაგრამ მე ამას ვერ დავარქმევდი ძლიერ რეაქციებს, არგუმენტაციაც სუსტი მოვისმინე. ერთადერთი არგუმენტი ის ჰქონდათ, რომ ხომ არ არის ეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის მხრიდან ჩარევა უკრაინის პოლიტიკაში. მაგრამ ამაზე პასუხი იმთავითვე ცხადი იყო. ეს არანაირად არაა ჩარევა. ცხადია, ძალიან გაუგებარი და არამეგობრული ნაბიჯი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერის ან ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე იქნება განხილული. იმედი მაქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. თუ იქნება მიღებული. ეს ძალიან დააზიანებს ჩვენ პოლიტიკურ თანამშრომლობას და იმ ურთიერთობებს, რაც საუკუნეების განმავლობაში გვაკავშირებს. არც მიხეილ სააკაშვილი და არც რომელიმე საკადრო გადაწყვეტილება არ ღირს იმად, რომ რისკები შეექმნას ჩვენ პოლიტიკურ თანამშრომლობას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები