ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის მეორე ნაწილი ეკონომიკური საქმიანობის გახსნასა ეხება, რომელიც დაახლოებით ექვს ეტაპს მოიცავს.
დღეს, 6 საათიდან, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის გვერდზე, კომპანიებს, რომლებსაც ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება სურთ, შეუძლიათ ელექტრონული განაცხადი შეავსონ. ისინი საქმიანობის გაგრძელებას კი მხოლოდ შემოწმების შემდეგ შეძლებენ.
"თითოეული კომპანია ვალდებულია დარეგისტრირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე, რომელიც დღეს, ექვს საათზე იწყება. პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება მუნიციპალურ დონეზე. მონაცემები საღამოს დამუშავდება და გამოქვეყნდება საბოლოო სტატუსი, რომლის მიხედვითაც, კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუსს, თუ რას აკმაყოფილებენ. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში კი ისინი მიიღებენ რეკომენდაციებს და დამატებითი შესაძლებლობებიც მიეცემათ. ეს არის ის სწორი გზა, რითაც ჩვენ ბიზნესს დავეხმარებით," - განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.