18 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მონიტორინგისთვის დროებითი საპარლამენტო კომისია შეიქმნას

პოლიტიკურმა პარტიამ "სამართლიანობისთვის" საზოგადოებას წარუდგინა პარტიის ხედვები  COVID-19-ის წინააღმდეგ გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საპარლამენტო კონტროლის კუთხით.

პარტიის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ აუცილებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

"ევროპის საბჭომ გამოსცა სპეციალური რეკომენდაციები ევროსაბჭოს ყველა წევრი ქვეყნისთვის, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში რამდენად ძლიერი უნდა იყოს საპარლამენტო კონტროლი.  აქ არის ჩვენი კონკრეტული შემოთავაზება, რომ შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია სწორედ კორონავირუისის წინააღმდეგ ბრძოლის კონტროლისა და მონიტორინგიდ გახორციელების მიზნით," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები