ეკატერინე ტიკარაძე "ევროპული საქართველოს" განცხადებას პასუხობს. საუბარია დადგენილებაზე, რომელიც ხვალიდან 1 მაისიდან უნდა შევიდეს ძალაში. როგორც ევროპულ საქართველოში აცხადებენ, პირველი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთაც რეგისტრირებულ პაციენტთთა რაოდენობა 13 ათასზე ნაკლებია.
მათი თქმით, მე-15 დადგენილებით დაზარალდება სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული მედ პერსონალი.
ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ დადგენილების შესახებ მსჯელიბა გაიმართება და გარკვეულ ობიექტებთან დაკავშირებით დამატებით იმსჯელებენ.
"ჩვენ მივყვებით დადგენილებას, დღეს საღამოს 18:00 საათზე გაიმართება პირველადი ჯანდაცვის საბჭო ამასთან დაკავშირებით. ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ ისეთ ობიექტებზე, რომელიც მდებარეობს დაბებში და მათთან რა თქმა უნდა, მოსახლეობის დაფარვიდან და ასევე ბენეფიციარებიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა ვერ აღწევს 13 ათასს, თუმცა გამომდინარე იქედან, თუ სად არიან ისინი გეოგრაფიულად ლოკალიზებული, ასეთი დაწესებულებები დარჩებიან როგორც სტრატეგიული ობიექტები. სხვა დაწესებულებები, რომლებიც მეტ წილად წარმოადგენდნენ არა სამედიცინო დაწესებულებებს, არამედ ისეთებს როგორიც არის ესთეტიკური ცენტრები და ისინი დამატებით მონაწილეობდნენ კიდევ სახელმწიფო დაფინანსებაში, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ეს,რა თქმა უნდა, განხორციელდება. რაც შეეხება პერსონალის უმუშევრად დარჩენას ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არის ექიმების დეფიციტი, შესაბამისად, ექიმები და ექთნები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, მათ მიმართ იქნება განხილვები დეტალური და უმუშევრობის კომპონენტის რისკი არის მნიშვნელოვნად დაბალი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.