18 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
"გადასახადის გადამხდელთა კავშირი" მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს

"გადასახადის გადამხდელთა კავშირი" მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს. მთავარი პრეტენზია ბიზნესისა და გადასახადის გადამხდელების ინტერესების იგნორირებაა. გაერთიანება ხელისუფლებას სთხოვს განმარტებებს რამდენიმე საკითხზე. მათ შორის არის საერთაშორისო დახმარებების პირობები და მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტი.

გაერთიანება ითხოვს პასუხს კითხვაზე, რატომ გადანაწილდა სოციალური პაკეტების უმრავლესობა 6 თვეზე.

გადამხდელთა კავშირს აქვს მოთხოვნებიც, კერძოდ სასტუმროს ბიზნესი 2020 წლისთვის გათავისუფლდეს ქონების გადასახადიდან, ტურიზმის სექტორისთვის შესაძლებელი გახდეს ენერგოკომპანიებისთვის მათ ანგარიშებზე არსებული დეპოზიტებიდან მიმდინარე დავალიანების გადახდა.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ თუნდაც საპენსიო შენატანები 6 თვის განმავლობაში გაჩერდეს. ტურიზმის სექტორისთვის ქონების გადასახადი უნდა გაუქმდეს, ფაქტიურად  ტურიზმის სექტორი ვერ იყენებს იმ ქონებას, რომელსაც ფლობს, არანაირი შემოსავალი არ აქვს, ბიუჯეტი არ ვიცით დღემდე, გვინდა რომ ნებისმიერი პროგრამა რომელიც ბიზნესისკენ იქნება მიმართული დროულად დაიწყოს, დროულად ვიცოდეთ პირობები და არ გაკეთდეს ეს გეგმა გეგმისთვის და მან მოიტანოს  ეკონომიკაში ის შედეგები, რასაც ბიზნესი ელოდება," - აცხადებს "გადასახადის გადამხდელთა კავშირის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქეთი კრიალაშვილი

დღის ამბები