18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
მზად არიან უკრაინასთან ურთიერთობა გააფუჭონ პირადი ბოღმიდან გამომდინარე - თინა ბოკუჩავა საქართველოს ხელისუფლებაზე

საქართველოს ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები  უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს მიმართავენ. მიმართვაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ მათი ვიწრო პოლიტიკური და არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით და არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ. ამასთან მიმართვაში საუბარია იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და ხაზგასმულია მიხეილ სააკაშვილის, როგორც რეფორმატორის როლი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ საქართველოს მმართველი გუნდის  წევრები პირადი ბოღმის გამო საფრთხეს უქმნიან უკრაინის და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას.

"თავად ეს ნომინაცია აღიარებაა არა მხოლოდ პერსონალურად მიხეილ სააკაშვილისა, არამედ საქართველოს რეფორმების წარმატებისა 2003-2012 წლებში და ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ეს სასიხარულო უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ივანიშვილი და მისი პაიკები მუდამ გვიმტკიცებენ და გვაჩვენებენ, რომ მათ პოლიტიკური ბოღმის გვერდზე გადადება არცერთ ვითარებაში, არცერთ მოცემულობაში არ შეუძლიათ და მხოლოდ და მხოლოდ ამ პოლიტიკური ბოღმიდან გამომდინარე მოქმედებენ და მზად არიან ისეთ მნიშვნელოვან, ისტორიულ, სტრატეგიულ პარტნიორთან როგორიცაა უკრაინა, ურთიერთობა გააფუჭონ სწორედ ამ პირადი ბოღმიდან გამომდინარე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები