ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიმართვას, რომელიც მათ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს გაუგზავნეს, გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდშიც. "ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი განცხადება უპასუხისმგებლოს მიხეილ სააკაშვილს კი დამნაშავეს უწოდებს:
"ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადება, მე არ მგონია რომ უკრაინის ხელისუფლებამ სერიოზულად აღიქვას, თუმცა აქვე მინდა განცხადების ავტორებს შევახსენო, რომ სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათლად ჩანს, რომ იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო დამნაშავე იმ შედეგებში რაც სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დადგა," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა