მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის ხელსუფლებაში გეგმები შეიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილთან სხვა ფორმატში ითანამშრომლებს:
"მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის მანძილზე პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავდა და მათ სხვა ფორმატი მოიძიეს რომლის ფარგლებშიც იმუშავებენ. ეს ახალი პოზიციაა, ეს პრეზიდენტის ინიციატივაა," - განაცხადა უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ.