18 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში სახელმწიფო ბიზნესს თანაგარანტორად უდგება - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში ცვლილება ეხება საკრედიტო საგარანტიო მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ბიზნესს თანაგარანტორად უდგება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ასეთი თანადგომა 70%-იან ფარგლებში ხორციელდებოდა, ცვლილებების მიხედვით კი, ეს 90%-მდე გაიზრდება.

"აქამდე ჩვენ მივყვებოდით თითოეულ ბიზნესს სესხის 70%-ში და დღეს, როდესაც საუბარია ახალი სესხის მოზიდვაზე, 90%, ანუ პრაქტიკულად სრულად იქნება უზრუნველყოფილი, ბიზნესებს დამატებითი უზრუნველყოფის მოტანა არ დასჭირდებათ,"- აცხადებს ნათია თურნავა. 

ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიზნესის ძველად აღებული სესხების თანაუზრუნველყოფაში შევა.

"მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ თუ აქამდე მხოლოდ ახალ სესხებზე ვიყავით ორიენტირებულები, დღეს, როდესაც ბიზნესებს გაუჭირდათ ძველად აღებული სესხების გადახდა - ჩვენ გადავაწყვეთ პროგრამა და სახელმწიფო თანაუზრუნველყოფაში შედის არსებულ სესხებში. ამ სესხების რესტუქტურიზაციის დროს, 30%-მდე უზრუნველყოფას შევთავაზებთ ბიზნესს. სესხის მოცულობის ზედა ზღვარი ორჯერ მეტად გავზარდეთ, ეს აქამდე იყო მაქსიმუმ 2 მილიონის სესხი და ამჯერად 5 მილიონამდე ცალკეულ სესხზე დავუდგებით ბიზნესს გვერდით. 

მიუხედავად ყველა პრობლემისა, რასაც ვაღიარებთ, რომ ბანკებს დაუდგათ, მათ იგივე პროცენტი უნდა შეინარჩუნონ და არ გაუძვირონ დღეს გაცემული სესხი ბიზნესებს.

მნიშვნელოვანი, რომ საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი დღეს მეტად მოთხოვნადი გახდა. თუ კრიზისამდე სულ 20 მილიონი ლარი გვქონდა გათვლილი ბიუჯეტში ამისთვის, დღეს რადიკალურად ვზრდით პროგრამის მოცულობას და 300 მილიონ ლარს ვითვალისწინებთ,"- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

დღის ამბები